კარაქი, მწიკვი მარილი და შაქარი ავთვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, მაწონი, ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და ვანილი. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში, ზედ დავაწყოთ ნახევარ-ნახევარი გარგარი და ხელით დავაწვეთ, რომ ცომში ჩავიდეს, შემდეგ გამოვაცხოთ 170 გრადუსზე.