წყალში ან რძეში გავხსნათ შაქარი, მარილი, საფუარი და 2 ჭიქა ფქვილი, ვუმატოთ დანარჩენი ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი ვზილოთ ზეთიანი ხელებით, შემდეგ ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ გასაფუებლად. ამასობაში კარტოფილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავჭყლიტოთ, შევურიოთ ყველი და 5 გუნდად გავყოთ. თუ ყველი უმარილო იქნება, გულსართს დავუმატოთ მარილიც. ცომი რომ აფუვდება, გავყოთ 5 გუნდად, თოთოეულში ჩავდოთ გულსართი, გავაბრტყელოთ, გულში თითის დადებაზე პატარა ჩაღრმავება გავუკეთოთ, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ. მზა ხაბიძგინას წავუსვათ კარაქი.