გაალღვეთ ფენოვანი ცომი (თუ გაყინულია), გააბრტყელეთ ორივე ფირფიტა. ღუმელის ფირფიტაზე (ღრმა) მოასხით კულინარიული სპრეი, ან წაუსვით ზეითუნის ზეთი. დააფინეთ ცომის ერთი ფირფიტა, გაანაწილეთ ზემოდან ლორის ფირფიტები, შემდეგ სულგუნის ან მოცარელას ფირფიტები, შემდეგ - დაჭრილი ძეხვი "სალიამი", შემდეგ ჰოლანდიური ყველის ფირფიტები, დაჭრილი ბულგარული წიწაკა, დააფინეთ ცომის მეორე ფირფიტა და შეუწებეთ კიდეები, რათა გულსართი გარეთ არ გადმოვიდეს. წაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ იტალიური ხმელი ბალახები, გახეხილი პარმეზანი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. გემრიელად მიირთვით!