გარეცხეთ საზამთროს კანები და გაფცქვენით ბოსტნეულის საფცქვნელით. დაჭერით კანები კუბიკებად ან სასურველი ფორმის ნაჭრებად. დაალბეთ მთელი ღამით ცივ წყალში. დილით გადაუწურეთ წყალი, გადაიტანეთ კანები სხვა ჭურჭელში, დააყარეთ შაქარი, დაუმატეთ 2 ფორთოხლის წვენი, შემდეგ დაასხით იმდენი წყალი, რომ კანებს ოდნავ ფარავდეს (დაახლოებით 750 მლ). მოათავსეთ ქვაბი (ან ჯამი) საშუალო ცეცხლზე და პერიოდულად ურიეთ. როცა მასა წამოდუღდება, ხარშეთ კიდევ 5 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად გააციეთ. შეასრულეთ ასეთი მანიპულაცია რამდენჯერმე.. სანამ სიროფი მინიმუმამდე არ დაიკლებს. შემდეგ დაუმატეთ საზამთროს კანებს ლიმონის ცედრა და წვენი. დააფინეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე პერგამენტი და დაალაგეთ ცუკატები ერთ ფენად. მოაყარეთ შაქრის პუდრა და შედგით ღუმელში (არაანთებულ) 2 დღის განამვლობაში. ამ ხნის განმავლობაში ცუკატები კარგად გამოშრება და აღარ იქნება წებოვანი.