გარეცხეთ პომიდორი და დაჭერით. პატარა პომიდვრები გაჭერით შუაზე. დაახლოებით იგივე ზომის ნაჭრებად დაჭერით ხახვი. სტაფილო გახეხეთ მსხვილად. ჩაყარეთ ყველა ბოსტნეული ერთ ჯამში (ფრთხილად, ეცადეთ, არ დაჭყლიტოთ პომიდორი), მოაყარეთ მარილი და პილპილი. გააჩერეთ ასე 6 საათის განმავლობაში, რათა გამოყოს წვენი და პომიდორი დარბილდეს. შემდეგ დაასხით ბოსტნეულს ძმარი, დაუმატეთ შაქარი და ზეთი. აურიეთ კარგად და გაანაწილეთ ქილებში. გაასტერილეთ და მოხუფეთ. სალათის მირთმევა მაშინვე შეგიძლიათ, თუმცა უფრო გემრიელი დროთაგანმავლობაში იქნება, როცა ბოსტნეული დამარინადდება.