გარეცხეთ და შეამშრალეთ გარგარი, ამოაცალეთ კურკა. დაჭერით ნაყოფი შუაზე და მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. დაუმატეთ სახამებელი, შაქარი და ვანილი. სამუშაო ზედაპირზე გაშალეთ ლავაშის ფირფიტა, სილიკონის ფუნჯის მეშვეობით წაუსვით გამდნარი კარაქის ნახევარი. თვალით გაყავითლავაში 3 თანაბარ ნაწილად. გაანაწილეთ გარგრის გულსართი მასზე ისე, რომ 1/3 ნაწილი თვისუფალი დარჩეს. იმისათვის, რომ გარგის მასა გარეთ არ გადმოვიდეს, კიდეებითან დატოვეთ 3 სმ ადგილი. დააფარეთ ლავაშის მეორე ფირფიტა და წაუსვით დარჩენილი გამდნარი კარაქი. შეუკეცეთ ლავაშის კიდეები შიგნით და გადაახვიეთ რულეტად. მოათავსეთ შტრუდელი გამოსაცხობ, პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში იქამდე, სანამ შტრუდელი არ დაიბრაწება. გამომცხვარ შტრუდელს მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!