დაჭრილი გულ-ღვიძლი შევწვათ კარაქში მაღალ ცეცხლზე. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავუწიოთ ცეცხლს და დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, ნიორი და ქონდარი. გავაგრძელოთ მოთუშვა სანამ წყალს ბოლომდე დაიშრობს. შემდეგ დავუმატოთ ნაღები და ვადუღოთ ხორცის მომზადებამდე.