მოვამზადოთ ცომი: ფქვილი და კარაქი ავსრისოთ ხელით ან კომბაინში, დავამატოთ მარილი, კვერცხი და საჭიროების შემთხვევაში 1-2 კოვზი ცივი წყალი. ჩავდოთ 23 სმ დიამეტრის ფორმაში და 15-20 წუთით მაცივარში შევდგათ. შემდეგ დავადოთ ფოლგა ან ქაღალდი, ზედ დავაყაროთ რაიმე მარცვლეული (იხილეთ ფოტო) და გამოვაცხოთ 15 წუთით 200 გრადუსზე. ცომზე ტვირთის დადება საჭიროა იმისთვის რომ ცომი არ ამოიბურცოს. შემდეგ ტვირთი ავაცალოთ და ცომი კიდევ 10 წუთი ვაცხოთ.ამასობაში, ბროკოლი მარილიან წყალში მოვწალოთ ორიოდე წუთი. ქათმის ხორცი დავჭრათ კუბებად, პამიდორი საშუალო ნაჭრებად. კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ ნაღები, მარილი, პილპილი .ცომზე გავანაწილოთ ბოსტნეული და ქათმის ხორცი, მოვაყაროთ ყველი და მოვასხათ სოუსი. ვაცხოთ კიდევ 20 წუთი 180 გრადუსზე.