გაახურეთ ტაფაზე ზეითუნის ზეთი, დაყარეთ კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე, დაუმატეთ მარილი და პილპილი და შეწვით 8 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ ქათმის შემწვარი ფილე და იგივე ტაფაში მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ სახამებელი (კარტოფილის ფქვილი), ქათმის ბულიონი, სოიოს სოუსი, ჩილის ტკბილი სოუსი, ტომატის ცხარე სოუსი, თეთრი ძმარი - აურიეთ და ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში. ჩაყარეთ სოუსში შემწვარი ქათმის ფილე, აურიეთ, დაუმატეთ მოხარშული სპაგეტი, კვლავ აურიეთ, მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და დაჭრილი მიწისთხილი. გემრიელად მიირთვით!