მოვამზადოთ ცომი: 200 მლ თბილ წყალში გავხსნათ 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი, 0,5 ჩ.კ. მარილი და 1 ჩ.კ. შაქარი, ფქვილის დამატებით მოვზილოთ ცომი და გადავაფაროთ ჩაის ტილო. როცა აფუვდება ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით და კვლავ დავდგათ ასაფუებლად. გავყოთ პატარა გუნდებად და გრძელ, წვრილ ზოლებად გავაბრტყელოთ. წავუსვათ ზეთი, შემდეგ პამიდვრის სოუსი, რომელსაც ამზადებთ შემდეგი წესით: ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი 2 თავი ხახვი და 1 კბილი ნიორი, დაუმატოთ 5 ცალი დაჭყლეტილი პამიდორი, წიწაკა, მარილი და ორეგანო, ვშუშოთ 4-5 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოვაყაროთ ყველი, ზედ დავაწყოთ თხლად დაჭრილი ძეხვი, ორეგანო და ლოკოკინასავით გადავახვიოთ. გამოვაცხოთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წთ. გამომცხვარ პიცას მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი.