დაჭერით სულგუნი პატარა ნაჭრებად. კვერცხი ათქვიფეთ ჯამში. გაახურეთ 2 ს/კ ზეთი განიერ ტაფაში და შეწვით მწვანე ლობიო და პომიდორი ჩერი. გადაიტანეთ სასალათეში. გაწმინდეთ ხელსახორცით ტაფა, დაუმატთ დარჩენილი ზეთი. ამოავლეთ სულგუნის ნაჭრები კვერცხში, შემდეგ ფქვილში და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან. დაუმატეთ სალათს. მარილი და პილპილი დაუმატეთ თქვენი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!