მოხარშეთ ქათმის ფილე მარილწყალში. დაძენძეთ. დაჭერით დამარინადებული ქამა სოკო თხლად, ხოლო 2 პომიდორი კუბიკებად. დაჭერით წმინდად მწვანე ხახვი, ყველი გახეხეთ მსხვილად. ახლა შეგვიძლია ავაწყოთ სალათა შემდეგი თანამიმდევრობით: ქათმის ხორცი, მაიონეზი (აჯობებს გამოიყენოთ შინ მომზადებული. იხილეთ რეცეპტი) . მოაყარეთ გახეხილი ყველი. გადავედით სალათის გაფორმებაზე: დარჩენილი პომიდვრები დაჭერით წრეებად და მათგან გააკეთეთ ყაყაჩოები. თითოეული ყვავილის შუაგულში მოათავსეთ ზეთისხილი, ღეროები გაუკეთეთ კამით. მოაყარეთ ყვავილებს მიხაკი. მოათავსეთ მზა სალათა 2 საათით მაცივარში. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!