დაჭერით ლორი პატარა კუბიკებად, მოათავსეთ სქელძირიან თბილ ტაფაზე და დადგით დაბალ ცეცხლზე, რათა ნელ-ნელა გადნეს ცხიმი - ამას დაახლოებით 5 წუთი დაჭირდება. თხელ წრეებად დაჭერით ძეხვი, დაუმატეთ ლორს და განაგრძეთ შეწვა დაბალ ცეცხლზე, სანამ ბოსტნეულს მოამზადებთ. გაარჩიეთ ხახვი და ტკბილი წიწაკა. ხახვი დაჭერით თხელ მეოთხეთ წრეებად, წიწაკა - მოკლე ჩხირებად. პომიდორი გაჭერით შუაზე, შემდეგ კი საშუალო ზომის ნაჭრებად. წვრილად დაჭერით ოხრახუში. აუწიეთ ცეცხლს საშუალო სიმძლავრებმდე, დაუმატეთ ლორსა და ძეხვს ტკბილი წიწაკა და მოხრაკეთ 3-4 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ. დაუმატეთ პომიდორი და კვლავ განაგრძეთ მოხრაკვა 3 წუთის განმავლობაში. ფრთხილად გადმოაბრუნეთ პომიდორი ხის ბრტყელი ნიჩბით. კვერცხი ათქვიფეთ ცალკე ჯამში მარილთან და პილპილთან ერთად. ჩაასხით ტაფაში და თუშეთ, სანამ კვერცხი არ შეიწვება. ზედა ნაწილი ოდნავ სველი უნდა დარჩეს. მოაყარეთ ოხრახუში და გადმოდგით ცეცხლიდან. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 3 წუთი. გემრიელად მიირთვით!