გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი და აურიეთ. ჩაახალეთ 3 კვერცხი, დაუმატეთ 3/4 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, კვლავ მოურიეთ და ჩააცერით 1 1/2 ჭიქა ფქვილი, 1 ჩ/კ მარილი და 1/4 ჭიქა კაკაოს ფხვნილი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს დაუმატეთ 1/2 ჭიქა შოკოლადის დროპსები და კვლავ აურიეთ. გამოსაცხობ ღრმა ფორმას წაუსვით ცხიმი, ჩააფინეთ პერგამენტი ისე, რომ კიდეები ფორმას გადმოეფინოს და ჩაასხით მიღებული ცომის ნახევარი. ზემოდან, მთელ ზედაპირზე გაანაწილეთ ირისის კანფეტები, შემდეგ კი მოასხით დარჩენილი ცომი. მოასწორეთ ზედაპირი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35 წუთი. შემდეგ გამოიღეთ ბრაუნი ღუმელიდან და გააგრილეთ. მანამდე მოამზადეთ კარამელის სოუსი: დარჩენილ ირისის კანფეტებს დაასხით 1/4 ჭიქა ნაღები და გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ ღუმელში 1 წუთის განმავლობაში. აურიეთ, სანამ ერთგვაროვან, კარამელის მასას არ მიიღებთ და მოასხით გამომცხვარ ბრაუნს. გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ კი ფრთხილად გადმოიღეთ (პერგამენტის ქაღალდის მეშვეობით) ფორმიდან. დაჭერით და გემრიელად მიირთვით!