დაფხვენით ორეოს ყავისფერი ნამცხვარი. ჯამში მოზილეთ ცომი: ფქვილის, შაქრის, კაკაოს, გამაფხვიერებლის, 2 კვერცხის, რძისა და გამდნარი კარაქისგან. დაუმატეთ დაფხვნილი ორეოს ნამცხვარი და მოზილეთ ცომი. ვაფლის საცხობს მოასხით ცხიმი და გამოაცხვეთ ვაფლები. მოამზადეთ ჩისქეიქის კრემი: ათქვიფეთ კრემ-ყველი, ნაღები და შაქრის პუდრა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაუსვით მიღებული კრემი გამომცხვარ ვაფლს, ზემოდან დაადეთ მეორე ვაფლი და მორთეთ ათქვეფილი ნაღებითა და დაფხვნილი ორეოს ნამცხვრით. გემრიელად მირთვით!