გაფცქვენით მსხლები, ამოაჭერით გულები, მოათავსეთ პატარა ქვაბში. ლიმონის წვენს დაუმატეთ სიროფი, შაქარი და პორტვეინი, დაასხით მიღებული მასა მსხალს. დადგით ცეცხლზე და ხარშეთ ადუღებიდან 5-7 წუთი. გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე. ურიეთ შეუჩერებლად და დაუმატეთ 33 %-იანი ნაღები და დაჭრილი თხილი. ამოიღეთ მსხლები სიროფიდან. გააციეთ და ამოავსეთ გულები შოკოლადის მასით. გემრიელად მიირთვით!