გაფცქვენით და დაჭერით ატამი, მოასხით ლიმონის წვენი, ათქვიფეთ ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. პატარა ქვაბში ერთმანეთში აურიეთ შაქარი, სიმინდის სახამებელი და დაბლენდერებული ატამი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 7-13 წუთი, სანამ მასა არ გასქელდება. თან შეუჩერებლად ურიეთ. მზა კრემი გადაიტანეთ ქილაში, გააგრილეთ, შემდეგ კი შედგით მაცივარში. ამ კრემის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც დესერტების ცხობისას, ასევე უბრალოდ, პურზე წასასმელად. გემრიელად მიირთვით!