მოცვის ღვეზელი
მოცვის ღვეზელი
დრო 70წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 3
  • შაქარი - 200 გ
  • კარაქი - 140 გ
  • ზეითუნის ზეთი - 80 მლ
  • რძე - 110 მლ
  • ფქვილი - 300 გ
  • გამაფხვიერებელი - 7 გ
  • ლიმონი - 2, მხოლოდ ცედრა
  • მოცვი - 460 გ ცოცხალი ან გაყინული
მომზადების წესები
კვერცხი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ, სანამ ჰაეროვან მოთეთრო მასა არ მიიღებთ. დაამატეთ დარბილებული კარაქი, ზეთი და რძე, განაგრძეთ თქვეფა.

დაამატეთ გაცრილი ფქვილი, მწიკვი მარილი, ცედრა და გამაფხვიერებელი. კარგად შეათქვიფეთ.

10-15 წუთი დადგით და შემდეგ მოცვის 1/4  დაამატეთ. ცომი გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში, აცხეთ 15 წუთი 180 გრადუსზე, გამოიღეთ, დარჩენილი ხილიც დაამატეთ და შეაბრუნეთ ღუმელში 30-40 წუთით.

ტეგები:
ღვეზელი ცომი მოცვი ნანახია: 9156