თავდაპირველად გამოაცხეთ პიტა. ამისათვის გაჭერით პური სიგანზე, მოათავზეთ ღუმელის ფირფიტაზე, წაუსვით ზეითუნის ზეთი და გამოაშრეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5 წუთის განმავლობაში. დაჭერით სალათა რომანო, გარეცხეთ და გააშრეთ. კიტრი გაჭერით სიგანეზე, ამოაცალეთ კოვზით გულსართი (რათა სალათამ არ გაუშვას ბევრი წვენი), დაჭერით კანიანად პატარა კუბიკებად. პომიდორი ჩერი გაჭერით შუაზე, დაუმატეთ სალათს. დაჭერით მწვანე ხახვი, ოხრახუში, ბოლოკი ფირფიტებად, წითელი ბულგარული კუბიკებად და აურიეთ ყველაფერი ერთ დიდ ჯამში. მოამზადეთ დრესინგი: ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 1 1/2 ცალი ლიმონის წვენი, დაჭყლეტილი, ან დანაყილი ნიორი, ლიმონის გახეხილი ცედრა, ყველა სუნელი, მარილი და პილპილი - ყველაფერი კარგად აურიეთ და მოასხით სალათს. დაამტვრიეთ გახუხული პიტას პური, მოაყარეთ სალათს უაშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ. გემრიელად მიირთვით!