დაფხვენით ვანილის ფხვიერი ორცხობილა, დაუმატთ გამდნარი კარაქი (უმარილო), აურიეთ და კარგად ჩატკეპნეთ დასაშლელ ფორმაში. ცალკე ჯამჩი ჩაჭყლიტეთ ჩანგლის მეშვეობით 2 ცალი რბილი ბანანი, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, 1/2 ჭიქა ზეთი, 1 კვერცხი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 1 ჩ/კ მარილი, 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი - ათქვიფეთ ყველაფერი ერთად მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაასხით ბისკვიტს და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. მანამდე მოამზადეთ ჩიზქეიქის მასა: ცალკე ჯამში 2 ჭიქა ცხელ რძეში გახსენით 2 1/2 ჩ/კ ჟელატინი, 2 შეკვრა ბანანის პუდინგის მიქსი (იყიდება მარკეტებში), ათქვიფეთ კარგად და დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, 1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი, 500 გ კრემ-ყველი, სათითაოდ შეათქვიფეთ 6 ცალი კვერცხი, დაასხით გამომცხვარ და გაგრილებულ მასას მიღებული ჩიზქეიქის მასა და კვლავ შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, აცხვეთ 1 საათის განმავლობაში. გამომცხვარი პუდინგი-ჩიზქეიქი გადმოიღეთ ფრთხილად ფორმიდან და მორთეთ დაჭრილი ბანანითა და ათქვეფილი ნაღებით. ასევე ვანილის მთელ-მთელი ნამცხვრებით. გემრიელად მიირთვით!