მოცხარის ღვინო
დრო 60წთ
ულუფა 10
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მოცხარი - 3 კგ
  • შაქარი - 2 კგ
  • წყალი - 5 ლ
მომზადების წესები

ღვინის დაყენიბისას მოცხარის გარეცხვა არ შეიძლება. უბრალოდ გაარჩიეთ კარგად, მოაშორეთ გაფუჭებული კენკრა და კარგად დაჭყლიტეთ ხელით ან გასაბრტყელებლის საშუალებით.

5 ლიტრ წყალში გახსენით 1,5 კგ შაქარი და დაასხით მოცხარს. იმისათვის, რომ დადუღდეს, აირჩიეთ მოზრდილი ჭურჭელი. როცა გადაასხამთ მოცხარის მორსს ტარაში, ჩამოაცვით თავზე რეზინის ხელთათმანი, ან ბუშტი და დადგით თბილ ადგილას (18-დან 25 გრადუსამდე).

გააჩერეთ ღვინო 3 კვირა, რათა დაღვინდეს. შემდეგ გასინჯეთ, თუ მჟავე მოგეჩვენათ, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და გააჩერეთ კიდევ 3 კვირა.

6 კვირაში ღვინო მზად იქნება. გაანაწილეთ ქილებში ან ბოთლებში და შეინახეთ გრილ ადგილას.

ტეგები:
ღვინო მოცხარი ნანახია: 1130