გააცხელეთ ნაღები (20 % და მეტი ცხიმიანობის) დაბალ ცეცხლზე 85 გრადუსამზე. გამოწურეთ ლიმონის წვენი და დაუამტეთ თბილ ნაღებს. კარგად აურიეთ. 4-5 ფენად დაკეცილ მარლა მოათავსეთ ჯამში და გადაიტანეთ ნაღების მასა მარლაში. შეუკარით თავი მარლას და დაკიდეთ ჯამის თავზე, რათა დაიწუროს შრატი. ასე თქვენ მიიღებთ რბილ ყველს. მაგრამ თუკი მყარი ყველი გსურთ გამოგივიდეთ, მოათავსეთ ყველი მძიმე ჭურჭლის ქვეში რამდენიმე საათით. მზა მასკარპონე შეინახეთ 10-12 საათი მაცივარში. ახლა ტირამისუს მომზადება საკუთარი ხელით მომზადებული მასკარპონეთი შეგიძლიათ. იხილეთ კენკრის ტირამისუს რეცეპტი