დაჭერით კიტრი და პომიდორი პატარა კუბიკებად. გაატარეთ ნუში და მოამზადეთ ბაჟე (გადადუღებული წყლითა და სანელებლებით). დაუმატეთ წმინდად დაჭრილი ყველა მწვანილი. გაშალეთ სულგუნის ფირფიტები, წაუსვით მომზადებული ბაჟე, გაანაწილეთ ზედ დაჭრილი კიტრი და პომიდორი და გაახვიეთ სულგუნის ფირფიტებში. მოათავსეთ ცოტა ხნით მაცივარში. გემრიელად მიირთვით!