კარგად გარეცხეთ კარტოფილი, არ გაფცქვნათ. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე, დააფინეთ ფირფიტაზე პერგამენტი, დაალაგეთ კარტოფილი და შეწვით ორთქლის რეჟიმზე 45 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ კარტოფილი და მაშინვე დაალაგეთ მაყალზე, ცხელ-ცხელ ნაკვერჩხალზე 10-15 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ კარტოფილს, ფრთხილად ამოაცალეთ გული, შუერიეთ აჯიკა და სვანური მარილი, ამოავსეთ კარტოფილი მომზადებული გულსართით, 5 წუთით შეაბრუნეთ ღუმელში და შემდეგ გემრიელად მიირთვით!