გამოსაცხობ ფირფიტას მოასხით ზეთი, გაშალეთ ზედ პიცის ცომის ერთი ფირფიტა და დაიწყეთ ინგრედიენტების განაწილება: ჯერ წაუსვით ტომატის სოუსი, მოაყარეთ ჯერ გახეხილი მოცარელა, შემდეგ ერთ კიდეზე მოაყარეთ გახეხილი ჩედარი, ზემოდან გახეხილი პარმეზანი, ცომის შემდეგ ნაწილზე დაალაგეთ დაჭრილი ძეხვი, დაჭრილი სოსისი, შემდეგ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ორფერი ბულგარული, თხლად დაჭრილი ქამა სოკო და წრეებად დაჭრილი ზეთისხილი, კუბეკად დაჭრილი ანანასი. გადააფარეთ ცომის მეორე ფენა, შეუკარით კიდეები, წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ მარილი. გაუკეთეთ ცომს ჯვრის ფორმის ჩანაჭრები და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. მიირთვით ცხელ-ცხელი!