გაადნეთ მარგარინი ან კარაქი და დაუმატეთ კეფირი, კვერცხი, შაქარი და მარილი. უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ თბილი მასა. დაუმატეთ საფუარი და გააჩერეთ 10 წუთი. ნელ-ნელა დაუამტეთ ფქვილი და მოზილეთ ძალიან რბილი, ელასტიკური ცომი. გააკეთეთ ცომისგან გუნდა და წაუსვით ზეთი, მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 40 წუთი თბილ ადგილას. მოამზადეთ გულსართი: გააკეთეთ კარტოფილის პიურე,. მეორენაირი გულსართისთვის მოამზადეთ ჩათუშული კომბოსტო. აიღეთ გაფუებული ცომი. გაყავით პატარა გუნდებად, თითოეული გუნდა გააბრტყელეთ, ჩადეთ გულსართი, მოუკარით პირი და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.