შოკოლადისა და ნაყინის ტორტი
შოკოლადისა და ნაყინის ტორტი
დრო 15წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქარხნული ფხვიერი ნამცხვარი - 120 გ
  • შოკოლადი - 200 გ
  • ფსტა ან ნიგოზი - 100 გ
  • კარაქი - 100 გ
  • რძე - 1 ჭიქა
  • შაქრის პუდრა - 2 ს.კ
  • ნაყინი - 1 კგ
მომზადების წესები
შოკოლადი, რძე და კარაქი მოვათავსოთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. პერიოდულად ვურიოთ. როცა ერთიანი მასა გახდება გადმოვიღოთ და დავამატოთ დატეხილი ნამცხვარი და დაჭრილი ფსტა (ან ნიგოზი).

24 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ კულინარიული ცელოფანი და შოკოლადის მასა გადავიტანოთ. შევდგათ საყინულეში 20 წუთით. 

გამოვიღოთ და დავადოთ ნაყინი, მოვასწოროთ და შევაბრუნოთ საყინულეში.
ტეგები:
ტორტი შოკოლადი ნიგოზი ნაყინი ნანახია: 18392