კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ გამდნარი კარაქი, ათქვიფეთ და დაუმატეთ შაქარი და ვანილინი. პატარ-პატარა ულუფებად გამაფხვიერებელშერეული ფქვილი. მოზილეთ ცომი და დაუმატეთ გაფცქვნილი და კუბიკებად დაჭრილი ვაშლი. ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და კოვზით დადეთ ცომის გუნდები. დატოვეთ მათ შორის დაახლოებით 5-5 სმ ადგილი. გაახურეთ 200 გრადუსზე ღუმელი, მოათავსეთ ფუნთუშები და აცხვეთ 10-15 წუთის განმავლობაში.