ყაბაყი, სტაფილო და კიტრი დაჭერით ბოსტნეულის სპეციალური სათლელით, თხელ, გრძელ ფირფიტებად. შუაზე გაჭერით პომიდორი ჩერი, ჩაყარეთ ყველაფერი სასალათეში, მოაყარეთ მარილი. მოამზადეთ პესტოს სოუსი: სოუსისთვის გამკუთვნილი ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერის ჭიქაში და ათქვიფეთ. მოასხით მზა პესტო სალათს და აურიეთ. გემრიელად მიირთვით!