რეკომენდებულია მოგრძო პომიდვრის გამოყენება, თუმცა, ნებისმიერიც გამოდგება. პირველ რიგში გაფცქვენით პომიდორი. ამისათვის გააკეთეთ ყუნწთან ჯვრის ფორმის ჩანაჭერი და გადაავლეთ ადუღებული წყალი. შემდეგ გადაიტანეთ პომიდორი ცივ წყალში და მაშინვე მოაცალეთ კანი. კანგაცლილი პომიდორი გადაიტანეთ მინის ქილაში, დაჭერით მწვანილი და ნიორი და ჩაყარეთ ქილაში. დაასხით ადუღებულ მარილწყალი (წყალი + მარილი + შაქარი). იმისათვის, რომ ქილები არ გასკდეს, ნუ მოახვედრებთ დასხმისას მდუღარეს ქილის კედლებზე, არამედ დაასხით პომიდორს. დაფარეთ ქილებს კაპრონის თავსახურები. გააჩერთ 10-12 საათი ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ კი შეგიძლიათ მოათავსოთ მაცივარში. ვისაც უცდია ამ რეცეპტით მარინადის მომზადება, ამბობენ, რომ კიდევ ერთი დღით თუ გააჩერებთ, ბევრად გემრიელია მარინადი. ერთადერთი მინუსი ასე მომზადებული პომიდვრის ის არის, რომ ზამთრისთვის ვერ შეინახავთ. თუმცა, ზამთრის მარაგისთვის სხვა რეცეპტებს შემოგთავაზებთ. იხილეთ პომიდვრის მარინადის 4 მარტივი რეცეპტი