კრეკერები დაფხვენით (ნაწილი დაიტოვეთ ტორტის ასაწყობად), დაუმატეთ გამდნარი კარაქი, შაქარი, აურიეთ კარგად. დასაშლელ ფორმას მოასხით კულინარიული სპრეი და ჩატკეპნეთ მასში კრეკერების მასა. ჯამში ათქვიფეთ კრემ-ყველი, შაქრის პუდრა, ვანილი, მწიკვი მარილი და ნაღები ჰაეროვანი მასის მიღებამდე. მოამზადეთ განაში: შოკოლადის დროპსებს დაასხით ცხელი ნაღები, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ააწყვეთ ტორტი: ფორმაში ჩატკეპნილ ბისკვიტს მოასხით ნახევარი განაში, გვერდებზე, ჩაალაგეთ კრეკრები მჭიდროდ. ჩაასხით ყველის მასა და ზემოდან დაასხით კვლავ განაში. მოაყარეთ მარშმელოუ და მოათავსეთ მაცივარში 5 საათით! გამოიღეთ, მოუწვით თავი მარშმელოუს და მოასხით გამდნარი შოკოლადი. დაჭერით და გემრიელად მიირთვით!