რძე აადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და გადადგით გვერდზე. კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. გულებს დაუმატეთ შაქარი, დადგით ჯამით წყლის აბაზანაზე და თქვიფეთ შეუჩერებლად, სანამ კრემისებურ მასას არ მიიღებთ. ამ დროს ქვაბში წყალი ინტენსიურად არ უნდა დუღდეს, ხოლო ჯამი არ უნდა ეხებოდეს წყლის ზედაპირს. ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფე, წვრილი ნაკადით ჩაუშვით ჯამში რძე და გააჩერეთ წყლის აბაზანაზე ჯამი კიდევ 30 წამი. შემდეგ გაადმოდგით და გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. დაუმატეთ ბრენდი (ან კონიაკი), კარგად აურიეთ, გაანაწილეთ გასტერილებულ ბოთლებში, დააფარეთ ჰერმეტულად და შეინახეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!