ქათმის მთლიან ფილეს გაუკეთეთ რამდენიმე ჩანაჭერი.. ისე, რომ ფილე ბოლომდე არ გაიჭრას. ცალკე ჯამში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, ლიმონის წვენი, დაჭრილი კამა და ოხრახუში, აურიეთ და მიღებული მასა კულინარიული ფუნჯით წაუსვით ქათმის ფილეს. დაჭერით ცუკინი (ან ყაბაყი) მრგვალ ნაჭრებად, ნახევარწერეებად დაჭერით წითელი ხახვი, პომიდორი და ლიმონი. მონაცვლეობით ჩაალაგეთ ფილეს ჩანაჭრელებში ბოსტნეული და ლიმონის ნაჭრები. მოაყარეთ მარილი და პილპილი, ფეტა და მოცარელა, მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 35 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!