ჯამში აურიეთ ბისკვიტისთვის განკუთვნილი ყველა მშრალი ინგრედიენტი: ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, შაქარი (ორივენაირი), საკვები სოდა, მარილი. ცალკე ჯამში ჩაასხით გამდნარი კარაქი, დაუმატეთ რძე, ცალკე ოდნავ ათქვეფილი კვერცხი, ხსნადი ყავა (მოდუღებული და გაციებული). შემდეგ დაუმატეთ მშრალი მასის მიქსი და მოზილეთ ნაზი ცომი. გაანაწილეთ ბისკვიტი 3 ერთი ზომის ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე თითუელი 35 წუთი. გააგრილეთ ბისკვიტები, მანამდე კი მოამზადეთ კრემი: დარბილებული კარაქი ჩაჭერით ჯამში, დაუმატეთ კაკაო, ვანილის ექსტრაქტი, მწიკვი მარილი და ათქვიფეთ მიქსერით. ისე რომ, არ შეაჩეროთ თქვეფა, დაუმატეთ შაქრის პუდრა და წვრილი ნაკადით რძე. თქვიფეთ ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. გაციებულ ბისკვიტებს წაუსვით კრემი. ბოლო ფენას და მთლიანად ტორტს წაუსვით კრემი, მოაყარეთ შოკოლადის დროპსები და მოასხით გამდნარი შოკოლადი. მოათავსეთ ცოტა ხნით მაცივარში, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!