ჯამში ჩაასხით 2 ქილა პომიდვრის კონსერვი საკუთარ წვენში და ხელით კარგად დაჭყლიტეთ. ტაფაში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ კარაქი და მოხრაკეთ 1 თავი დაჭრილი ხახვი და 8 კბილი ნიორი. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, დაღერღილი წითელი წიწაკა, ტომატპასტა და მოურიეთ. როცა ხახვი და ნიორი კარგად მოითუშება, დაუმატეთ ანჩოუსები და კარგად აურიეთ, გააგრძელეთ მოთუშვა. შემდეგ დაუმატეთ დაჭყლეტილი პომიდორი და ერთი ჭიქა წყალი (გამოავლეთ კონსერვის ქილას), აურიეთ და თუშეთ თავდახურულ ტაფაში, ძალიან დაბალ ცეცხლზე 1 1/2-2 საათი. ეს სოუსი ძალიან უხდება სპაგეტის... მოასხით, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და გემრიელად მიირთვით!