გაფცქვენით და დაჭერით ბანანი წრეებად, მოათავსეთ გაშლილად ზიპიან პაკეტში და შედგით საყინულეში 2 საათი. გაყინული ბანანი ჩაყარეთ ბლენდერის ჭიქაში, დაუმატეთ ნეკერჩხლის სიროფი, მწიკვი მარილი, კაკაოოს ფხვნილი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე, ბოლოს ჩაყარეთ შოკოლადის დროპსები და დაატრიალეთ ბლენდერი რამდენიმეჯერ. გადაიტანეთ კონტეინერში და გაყინეთ 1 საათი. შემდეგ გემრიელად მიირთვით!