ქათმის კატლეტები ყველიან საფანელში
ქათმის კატლეტები ყველიან საფანელში
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყველი - 100 გ
  • თეთრი პური, წინა დღის - 100 გ, ქერქიანად
  • საფანელისთვის:
  • მარილი და პილპილი
  • ვაშლი - 1
  • თეთრი პური, წინა დღის - 100 გ, ქერქის გარეშე
  • კვერცხი - 1
  • ქათმის ფარში - 500 გ
  • ქონდარი
  • კვერცხი - 2
  • ფქვილი
მომზადების წესები
პური დავალბოთ რძეში. ვაშლი გავთალოთ და გავხეხოთ.

თასში მოვათავსოთ ფარში, კვერცხი, ვაშლი, გაწურული პური და კარგად ავურიოთ, გადავზილოთ. შევდგათ მაცივარში 30 წუთით.

საფანელისთვის პურის ნაჭერი, ყველი და ქონდარი ბლენდერში ან კომბაინში დავაქუცმაცოთ.

გავამზადოთ სამი თეფში: ერთში ჩავყაროთ ფქვილი, მეორეში კვერცხი ავთქვიფოთ, მესამეში ყველიანი საფანელი გადავიტანოთ.

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი. სველი ხელებთ გავაკეთოთ კატლეტები, ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, ბოლოს საფანელში.

შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან და სასურველ გარნირთან ან სალათთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან
ტეგები:
ვაშლი ხორცი ყველი ქათმის ფილე ნანახია: 12348