გარეცხეთ და შეამშრალეთ ხორცი, დაჭერით პატარა კუბიეკბად, მოათავსეთ ქვაბში, მოაყარეთ პილპილი და შეწვით ზეთში, სანამ არ დაიბრაწება. დაასხით 2 ჭიქა ბულიონი და თუშეთ 30 წუთის განმავლობაში თავდახურულ ქვაბში. გაფცქვენით და დაჭერით წმინდად ხახვი, მოხრაკეთ ტაფაში, ცოტაოდენ ზეთში. ღრმა ჯამში გახსენით ფქვილი დარჩენილ ბულიონში და დაუმატეთ მოხარკულ ხახვს, კარგად აურიეთ და რამდენიმე წუთში გადმოდგით ცეცხლიდან. გაფცქვენით და დაჭერით წრეებად სტაფილო, მოხრაკეთ ასევე ზეთში. ხორცს ქვაბში დაუმატეთ არაჟანი, მოხრაკული ხახვი ფქვილით, სტაფილო, ქონდარი, პაპრიკა, მარილი და დაფქული პილპილი. ყველაფერი კარგად აურიეთ. ჩააგდეთ ქვაბში ასევე დაფნის ფოთოლი და თუშეთ ხორხი დაბალ ცეცხლზე, სანამ ბოლომდე არ მოიხარშება. მოამზადეთ წიწიბურა ჩვეული წესით. გაარჩიეთ და დაჭერით ბულგარული წიწაკა, ასევე ჩილი. მოხრაკეთ ზეთში სიმინდის კონსერვთან ერთად, სანამ ყველა ინგრედიენტი არ დარბილდება. მზა წიწიბურას შეურიეთ მოხრაკული ბოსტნეული. გადაიტანეთ თეფშზე და მოასხით გულიაში. გემრიელად მიირთვით!