კომბოსტოს გააცალეთ ფურცლები, მოაჭერით გარქოვანებული ნაწილი. აადუღეთ ფართე ქვაბში წყალი, მოათავსეთ კომბოსტოს ფოთლები და ხარშეთ დაახლოებით 5 წუთი, სანამ არ დარბილდება. შემდეგ გადაიტანეთ საწურზე, გააგრილეთ და ხელით კარგად გაწურეთ. დაჭრილი ქინძი, გაფცქვნილი და დაჭრილი ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ, სანამ პასტის კონსისტენციას არ მიიღებთ. გაატარეთ ნიგოზი. მეორე ჯამში გაატარეთ მოწალული კომბოსტო (თუკი წყალი მაინც გაუვიდა, კვლავ გაწურეთ ხელით). შეურიეთ დანარჩენი მომზადებული ინგრედიენტები, დაუმატეთ ხმელი-სუნელი, მარილი და პილიპილი გემოვნებით და კარგად აურიეთ. გააკეთეთ მიღებული მასისგან ოვალური ბურთები და დაალაგეთ თეფშზე. ზემოდან გაუკეთეთ პატარა ჩაღრმავება თითით და ჩაყარეთ მასში ბროწეულის მარცვლები. გამოაცხვეთ მჭადები და გემრიელად მიირთვით!