ლიმონსა და ფორთოხალს დაასხით ადუღებულ წყალი და გააჩერეთ 30 წუთი. ამ ხნის განმავლობაში გაარჩიეთ ატამი, გამოაცალეთ კურკები. ლიმონი და ფორთოხალი დაჭერით 4 ნაწილად, მათაც ამოაცალეთ კურკები. ფორთოხალს გააცალეთ ცედრა, მოაჭერით თეთრი კანი. გაატარეთ ატამი ხორცსაკეპმანქანაში, შემდეგ გაატარეთ ლიმონი კანიანად, ხოლო ბოლოს ფორთოხლის კანგაცლილი რბილობი. დაუმატეთ ხილის პიურეს გახეხილი ფორთოხლის ცედრა და ინგრედიენტებში მითითებული შაქრის რაოდენობის ნახევარი. დადგით ქვაბი ცეცხლზე და ხარშეთ ჯემი ადუღებიდან 5 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 1 დღე-ღამე გრილ ადგილას. ერთი დღის შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და კვლავ დადგით ჯემი ცეცხლზე და ხარშეთ კიდევ 5 წუთი ადუღებიდან! გაანაწილეთ ჯემი გასტერილებულ ქილებში, მოხუფეთ, გადმოაბრუნეთ, შეფუთეთ და გააჩერეთ, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.