
ეს საინტერესო რეცეპტი მკვლევარმა, ქალბატონმა ანა ჭეიშვილმა მოგვაწოდა, რომელიც შვეიცარიელი მოგზაურის მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ჩანაწერებში აღმოაჩინა. მცირედი გადამუშავების შემდეგ გთავაზობთ ამ გემრიელი კერძის რეცეპტს, ქალბატონ ანას კი დიდ მადლობას ვუხდით.
ქათამს მოვაყაროთ მარილი და შევწვათ, შემდეგ დავჭრათ ნაჭრებად. მწვანილი, ნიორი, პრასი და წიწაკა ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, დავუმატოთ მარილი, ნიგოზი, ძმარი ანადუღარი წყალი, რომ გათხელდეს და ბლენდერით ავთქვიფოთ. თუ ბლენდერი არ გვაქვს, ნიგოზს დავუმატოთ ცოტა სითხე, გავატაროთ საცერზე და შემდეგ შევურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები. საწებელი უნდა იყოს ოდნავ სქელი, ბაჟეს კონსისტენციის. საწებელში ჩავაწყოთ ქათმის ხორცის ნაჭრები და ისე მივირთვათ.