კვერცხის ცილით, მარილით და შაქრით ავთქვიფოთ ბეზეს მასა, შევათქვიფოთ კვერცხის გულები, გაცრილი ფქვილი, ვანილი და 18 სმ დიამეტრის ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში მოვათავსოთ. გამოვაცხოთ 160 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წთ. შევაგრილოთ, გავჭრათ და შაქარმოყრილი ალუბლისგან მიღებული წვენით დავნამოთ. შუაში წავუსვათ მოხარუშლი კრემი, დავაწყოთ ალუბლები და მეორე ბისკვიტი დავაფაროთ, წავუსვათ მოხარშული კრემი და მოვრ- თოთ შესქელებული რძის კრემით. ზემოდან დავაწყოთ ალუბლები. კრემები ასე მოვამზადოთ: კრემის ყველა ინგრედიენტი კარაქისა და შესქელებული რძის გარდა ავთქვიფოთ და მოვხარშოთ. შეგრილებულს შევათქვიფოთ 100 გ კარაქი. 1 ჭიქა მოხარშული კრემი ამოვიღოთ და ცალკე შევათქვიფოთ დარჩენილი კარაქი და შესქელებული რძე. ტორტი 2-3 საათით მაცივარში შევდოთ.