ჟელატინს დავასხათ წყალი და დავაყოვნოთ 5 წთ. შემდეგ დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვდგათ და შევაგრილოთ. შემდეგ დავუმატოთ შაქარი და ვურიოთ, სანამ ბოლომდე გაიხსნება. დავუმატოთ შამპანური და ალოეს წვენი. შევგდათ მაცივარში სანამ ოდნავ გამყარდება. გადავიტანოთ სილიკონის ფორმებში, სათითაოდ ჩავდოთ ჟოლო და შევინახოთ მავიცარში მინიმუმ 4 საათით ან მთელი ღამით.