მოზილეთ ცომი: რძის, წყლის, საფუვრის, მარილის, კარაქისა და ფქვილისგან. ცომის 3/4 მოათვსეთ ცალკე ჯამში, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და გააჩერეთ 2 საათი. 1/4 ცომი დაყავით 5 თანაბარ ნაწილად, თითოეულ გუნდას დაუმატეთ თითო ფერის საღებავი, მოათავსეთ თეფშზე, გადააფარეთ ცელოფანი და ისიც გააჩერეთ 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე. ცომის დიდი ნაწილი გააბრტყელეთ მართკუთხედ ფორმაზე, მოათავსეთ პერგამენდაფენილ ზედაპირზე, გადააფარეთ ცელოფანი და შედგით მთელი ღამით მაცივარში. გააბრტყელეთ მართკუთხედ ფორმებად ცომის ფერადი ნაჭრებიც, ისინიც მოათავსეთ პერგამენტდეფენილ ზედაპირზე, გადააფარეთ ცელოფანი და მოათავსეთ ისიც მთელი ღამით მაცივარში. ცომის დიდი ნაჭერი გამოიღეთ მაცივრიდან, ცოტა გააბრტყელეთ, შუაში მოათავსეთ კარაქის გაყინული ნაჭერი, გადაკეცეთ ცომი ორივე მხრიდან, შეუწებეთ კიდეები, კვლავ გააბრტყელეთ, დაკეცეთ და მოათავსეთ საყინულეში 30 წუთით. 30 წუთის შემდეგ კვლავ გააბრტყელეთ ცომის გაყინული ნაჭერი მართკუთხედად, ისევ გადაკეცეთ და კვლავ მოათვსეთ საყინულეში 30 წუთით. ფერადი ცომის ნაჭრები გამოიღეთ მაცივრიდან, გაჭერით სიგანეზე თითოეული ნაჭერი, დააგორგოლავეთ და წყლის მეშვეობით შეაწებეთ ერთმანეთს. (იხ. ვიდეო). მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ დაკეცილი ცომის ზომაზე. წაუსვით ცომის დიდ ნაჭერს ზემოდან წყალი ფუნჯის მეშვეობით, დააფინეთ ზემოდან ფერადი ცომი, გააბრტყელეთ და დაჭერით სამკუთხედ ფორმებად. დაახვიეთ კრუასანები, დაალაგეთ პერგამენტდაფენილი ღუმელის ფირფიტაზე, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 2 საათი, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი, შემდეგ კი გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.