დაფხვენით კრეკერები, აურიეთ 100 გ გამდნარი კარაქი და ჩატკეპნეთ კარგად ფორმაში. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კრემ-ყველი, შაქრის პუდრა და კარამელის სოუსი 1/2 ჭიქა, დაუმატეთ ნაღები და თქვიფეთ, ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და მწიკვი მარილი, დაფხვნილი ტვიქსის შოკოლადი და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ კრეკერის ბისკვიტზე და მოათავსეთ მაცივარში 6 საათით. ბოლოს მოასხით კარამელის და შოკოლადის სოუსი, მოაყარეთ დამტვრეული ტვიქსის შოკოლადები. გემრიელად მიირთვით!