ღრმა ჯამში მოათავსეთ რბილი კარაქი, აუმატეთ ჩილის სოუსი, ლიმონის წვენი, პროვანსული ბალახები, სოიოს სოუსი და არაჟანი. ყველაფერი კარგად აურიეთ. სილიკონის ფუნჯის მეშვეობით წაუსვით მიღებული მასა გარჩეულ სიმინდს. გაახვიეთ თითოეული სიმინდი ფოლგაში, მოათავსეთ ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ 220 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!