საფუარი გახსენით თბილ რძეში, დაუმატეთ 1 ს/კ შაქარი, აურიეთ. ფქვილი გაცერით ჯამში, ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით საფუვრიანი მასა. დაუმატეთ კვერცხი, გამდნარი კარაქი, 80 გ შაქარი, მწიკვი მარილი და აურიეთ. გააჩერეთ ცომი თბილ ადგილას ერთი საათის განმავლობაში. გარეცხეთ ქლიავი, გაყავით შუაზე და ამოაცალეთ კურკა. გადაიტანეთ ცომი კარაქწასმულ დასაშლელ ფორმაში, გაუკეთეთ მაღალი კიდეები. მოაყარეთ 40 გ შაქარი და დაალაგეთ ქლიავის ნჭრები. მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში. ამასობაში ათქვიფეთ 3 კვერცხის ცილა დარჩენილ შაქართან და მწიკვ გახეხილ ჯანჯაფილთან ერთად მკვრივი ბეზეს მიღებამდე. გამოიღეთ ღვეზელი ღუმელიდან და გაანაწილეთ ზემოდან ბეზე, შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10-15 წუთით. გამომცხვარი ღვეზელი გააგრილეთ 20 წუთის განმავლობაში და ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან. მსგავსი ღვეზელის მომზადება შეგიძლიათ ნეისმიერი ხილის გულსართით ან ჯემით. გემრიელად მიირთვით!