
ჯამში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი, სოდა, მარილი და აურიეთ. დაუმატეთ დარბილებული დაჭრილი კარაქი და თბილ რძეში გახსნილი 2 ს/კ კარაქი. მოზილეთ რბილი ცომი.
გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ დაახლოებით 7-10 მმ სისქეზე.
ამოჭერით წრეები ჭიქის მეშვეობით. გადაიტანეთ პერგამენდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე და აცხვეთ 140 გრადუსზე 18-20 წუთის განმავლობაში. ცხელ-ცხელ ფუნთუშებს გადაუსვით გამდნარი კარაქი.
გადაუსვით საყვარელი ჯემი და მიირთვით გემრიელად.