ვაშლი (უმჯობესია მჟავე სახეობის) გაფცქვენით, ამოაჭერით გულები და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად. ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ დარიჩინი, კვერცხი, გამაფხვიერებელი, რძე, შაქარი, გამაფხვიერებელი, მარილი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. უნდა მიიღოთ ბლინის ცომის სისქის მასა. ჩაყარეთ მასში დაჭრილი ვაშლი. ტაფაზე გააცხელეთ ბლომად ზეთი (იმდენი, რომ ვაშლის ნაჭრები მთლიანად დაფაროს). ამოიღეთ სამზარეულს მაშით ვაშლები ცომიდან და ჩაყარეთ გაცხელებულ ზეთში. დაბრაწეთ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი, შემდეგ ამოავლეთ დარიჩინიან შაქარში და მიიტანეთ სუფრასთან კარამელის თბილ სოუსთან ერთად. თუ არ გაქვთ მზა კარამელის სოუსი, მოამზადეთ მარტივად.. იხ. რეცეპტი