მოათავსეთ ქვაბში 100-100 გრამი ყველანაირი კენკრა: მაყვალი, ჟოლო, შინდი. დააყარეთ შაქარი, დაასხით 1 ჭიქა გაზიანი წყალი, დადგით ცეცხლზე, აადუღეთ და შემდეგ ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. გააციეთ მასა, გაწურეთ. გარეცხეთ და გაამშრალეთ ლაიმი, დაჭერით თხელ წრეებად, დაუმატეთ ლიმონათს დარჩენილ ქორფა კენკრასთან და პიტნის ფოთლებთან ერთად. დაასხით დარჩენილი გაზიანი წყალი და გააციეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!